ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი უმაკლესი  გზის მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2021 წელს ორი რეგიონი ერთმანეთს ახალი უმოკლესი გზით დაუკავშირდება. მშენებლობა-რეკონსტრუქცია 51 კმ-მდე ხორციელდება, გზა საჩხერიდან იწყება და სოფლებზე- სარეკი, ქვემო ხევი, უზუნთა, შქმერი, ბოყვა, კვაშხიეთი, ზუდალი – გაივლის, საბოლოოდ კი ამბროლაური-ონის მონაკვეთს შეუერთდება.

„სამუშაოების დაწყებამდე გრუნტოვანი იყო, პროექტის შესაბამისად კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება“, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას ონის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განუცხადეს.

მათივე განმარტებით პროექტი 7 მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ მომენტისთვის 4 ლოტზე მშენებლები მიწის სამუშაოებზე, ხელოვნური ნაგებობების მოწყობასა და ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებაზე ერთდროულად მუშაობენ. ზემო იმერეთი – რაჭის ახალი საავტომობილო გზით საჩხერე-ონის მარშრუტი სულ მცირე 1 საათით მცირდება. სატრანსპორტო მოძრაობა საჩხერე-ონის გზაზე უსაფრთხოების ხარისხს მნიშნელოვნად გაზრდის და თბილისიდან ონში მგზავრობის დრო 1,5 საათით შემცირდება. პროექტის საერთო სავარაუდო ღირებულება 105 000 000 ლარს შეადგენს .

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები