თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მკვლელობა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა სიძე მოკლა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მიყენებული ჭრილობებით, კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობის მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული ისჯება 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთით.