აჭარაში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 139 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 291 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა ორი მოქალაქე.
გუშინ კლინიკა დატოვა 69 პაციენტმა.
ამ ეტაპზე რეგიონის კოვიდმიმღებ კლინიკებში 655 პაციენტი მკურნალობს.
მათ შორის მართვით სუნთქვაზე იმყოფება 41 მოქალაქე.