სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 34 პირი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 34-ით გაიზარდა.

რეგიონში ოფიციალურად, კორონავირუსის 3 787 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია – 2093, ხოლო 39 – გარდაიცვალა.

ქვეყანაში გამოვლენილი COVID 19-ის 2 345 ახალი შემთხვევა რეგიონების მასშტაბით ასე ნაწილდება:
ყველაზე მეტი – 1 017 ისევ თბილისში გამოვლინდა, აჭარაში – 139, იმერეთში – 429, ქვემო ქართლში – 157, შიდა ქართლში – 192, გურიში – 16, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 146, კახეთში – 158, მცხეთა-მთიანეთში – 43, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები