“ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან“

“ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია  ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა, თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, პირველ ყოვლისა, ნატო-ს ვგულისხმობ და ჩვენი ჯარების თავსებადობის ხარისხის გაზრდა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრებთან შეხვედრისას დეპუტატ ირაკლი ბერაიას კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიულ დოკუმენტს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი არის განსაახლებელი და უშიშროების საბჭოში ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია.

„საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიული დოკუმენტი არის განსაახლებელი. უშიშროების საბჭოში ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. რეალურად, ჩვენი ძირითადი გამოწვევა დღეს აქ გახლავთ ოკუპაცია. ჩვენ დღეს ვმუშაობთ ორი ძირითადი მიმართულებით, ესენია  ოკუპაცია და, რა თქმა უნდა, ჩვენი თანამშრომლობა და თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, პირველ ყოვლისა, ნატო-ს ვგულისხმობ და ჩვენი ჯარების თავსებადობის ხარისხის გაზრდა. ეს არის ის ძირითადი მიმართულება, კონცეპტუალურად, სტრატეგიულად, რომელიც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და განვახორციელოთ, მივიყვანოთ საბოლოო ლოგიკურ შედეგამდე. ყველას მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, ეს თანამშრომლობა, კონკრეტული წვრთნების დონეზე აჩვენებს თავსებადობის ხარისხის ზრდას, თუმცა აქ კიდევ ბევრია სამუშაო და თავდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მოქმედებს ეფექტურად,” – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები