საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2 345 შემთხვევიდან 158 კახეთში დაფიქსირდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან, კახეთში 158 გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 139, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 157, შიდა ქართლი – 192, გურია – 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 146, კახეთი – 158, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
რაც შეეხება გარდაცვალების ფაქტსხ ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ით 51 ადამიანი გარდაიცვალა.