სამეგრელოში კორონავირუსისგან 645 პირი გამოჯანმრთელდა, დაინფიცირდა 146
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ-19 146 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 645 პირი, ხოლო გარდაიცვალა სამი პაციენტი.
კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები ქუთაისისა და რუხის კოვიდკლინიკებში გადიოდნენ მკურნალობას.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 126 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 85-ის კი საშუალო სიმძიმის.
სენაკის კოვიდკლინიკა „სენამედში“ 39 კოვიდ პაციენტია მოთავსებული, მათ შორის მძიმე 11-ის მდგომარეობაა. ფოთის კლინიკაში 39 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს, მათგან 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 29 კოვიდპაციენტი, საიდანაც 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 28 პაციენტი, სენაკის, „ლაზიკა-მედიში“ მკურნალობას 39 მოქალაქე გადის.
რაც შეეხება რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 59 მოქალაქე იმყოფება.