140 ახალი შემთხვევა – ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდსტატისტიკა მზარდია
ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ19 კიდევ 140 ადამიანს დაუდასტურდა, პანდემიის დაწყებიდან დე ფაქტო აფხაზეთში ჯამში 8011 ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა.
გუდაუთის საავადმყოფოში 111 ადამიანი მკურნალობს, მათგან 30-ის მდგომარეობა მძიმეა, 24-ის კი – საშუალო სიმძიმის.
სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 35 პირია მოთავსებული, ოჩამჩირეში – 23, ხოლო გაგრაში – 42.
რაც შეეხება მრავალპროფილურ ჰოსპიტალს, აქ 60 პაციენტი იმყოფება, მათგან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე ვირუსს სულ 102 ადამიანი ემსხვერპლა, 6173 პირი გამოჯანმრთელდა.