ქვემო ქართლში კორონავირუსის 157 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 157 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 017 შემთხვევა, აჭარა – 139, იმერეთი – 429, ქვემო ქართლი – 157, შიდა ქართლი – 192, გურია – 16, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 146, კახეთი – 158, მცხეთა-მთიანეთი – 43, სამცხე-ჯავახეთი – 34, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14”, – განაცხადა, ბადრია სიჭინავამ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24საათში კორონავირუსის ინფექციით 51 პაციენტი გარდაიცვალა.