ოკუპანტების მიერ გატაცებული ზარდიანთკარის მკვიდრი 65 წლის მირიან თაზიაშვილი თავისუფალია

ოკუპანტების მიერ გატაცებული ზარდიანთკარის მკვიდრი, 65 წლის მირიან თაზიაშვილი თავისუფალია. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს. იგი უკვე გადაეცა ქართულ მხარეს და სამედიცინო კარანტინში გადაჰყავთ.

შეგახსენებთ, მირიან თაზიაშვილი ოკუპანტებმა სოფელ ზარდიაანთკართან 20 ნოემბერს დააკაავეს და ცხინვალის მიმართულებით გადაიყვანეს. მოგვიანებით მას დე ფაქტო სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა

თაზიაშვილის საკითხი, ოკუპანტების მიერ სხვა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟენევაში განიხილეს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები