Საქართველოს წითელმა ჯვარმა ლანჩხუთში დახმარება 449 ადამიანს გაუწია

Ლანჩხუთში წითელმა ჯვარმა გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის პარტნიორობით ჰუმანიტარული დახმარება დაარიგა. Დახმარება კოვიდ – 19-თან დაკავშირებით გაიცა.

“Ამ ეტაპზე გაეროს მოსახლეობის ფონდის და წითელი ჯვრის მხარდაჭერით, ჰიგიენური და სასურსათო ამანათები 60 წელს გადაცილებულ, ყველა სოციალურად დაუცველ, მარტოდ მცხოვრებ ადამიანს გადაეცემა. Ამას განსაკუთრებულად მინდა გავუსვა ხაზი, საერთოდ რომ არავინ არ ყავს, მარტო რომ ცხოვრობს, ასეთ 449 ხანდაზმულს გადაეცემა ეს დახმარება ლანჩხუთში”, – განაცხადა წითელი ჯვრის საზოგადოების ლანჩხუთის ფილიალის ხელმძღვანელმა ნატო ჟორდანიამ.
Წითელი ჯვარი 50 წელია რაც არსებობს, ის არის არასამთავრობო, მთავრობის დამხმარე საზოგადოება. Წითელი ჯვარი ეხმარება გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს.
Წითელ ჯვარს, საქართველოს მასშტაბით რეგიონული 39 ფილიალი აქვს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები