თეა ახვლედიანი: “ჩვენი ამოცანაა ახალი მიდგომების დანერგვით და უნიკალური ინსტრუმენტების გამოყენებით მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ სტრატეგიული მიმართულებები და ჩვენს ხალხს ხელშესახები შედეგები ვაჩვენოთ
“ჩვენ მზად ვართ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან საერთო ინტერესებზე დაფუძნებული არაფორმალური დიალოგის პლატფორმის და თანამშრომლობის გაფართოებისთვის; დეპოლიტიზირებული მიდგომებით და მოსახლეობის საკეთილდღეოდ, სხვადასხვა ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების საკითხების განხილვისთვის.
თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჩვენ არასდროს შეგვიწყვეტია აღნიშნული დიალოგი მოსახლეობის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მათ შორის არც კოვიდ-პანდემიის პირობებში. ამ კუთხითმისასალმებელი შედეგებიც არსებობს – ჩვენ დაგვიგროვდა რიგ სფეროებსა და კონკრეტულ საკითხებზე ამგვარი დიალოგის გზით თანამშრომლობის პოზიტიური გამოცდილება. ეს პროცესი სამომავლოდ აუცილებლად გაგრძელდება, გახდება უფრო ინტენსიური და საერთო ინტერესების თემებზე ეფექტიანად იქნას გამოყნებეული კომუნიკაციის ყველა არსებული არაფორმალური არხი; ჩვენი ძალისხმევა მიმართული იქნება ამ არხების შემდგომი დივერსიფიცირებისკენ იმ მიზნით, რომ დიალოგის ფორმატში ჩაერთოს საზოგადოების შეძლებისდაგვარად ყველა რგოლი” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა