24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა არ აღდგება

დიდ ქალაქებში მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა ძალაში რჩება, – ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები