ხაშურში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს

ხაშურში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს. საცხოვრებელ სახლში მისულ მეპატრონეს სავარაუდოდ ქურდობის მიზნით შესული უცხო პირები დახვდნენ და დაზიანება მიაყენეს. ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ხაშურის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორის კახა ხელაძის ინფორმაციით, 25 წლის ქალს შემოწმებისას აღენიშნებოდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა, რომელიც სავარაუდოდ ცივი იარაღითაა მიყენებული. პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია და ამჟამად მისი მდგომარეობა შეესაბამება მიღებული დაზიანების სიმძიმეს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები