ახმეტის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაობი გრძელდება
ახმეტის მუნიციპალიტეტში, პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. სოფელ მატანში კულტურის სახლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომელიც კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა მოინახულეს.
კულტურის სახლის აღდგენა მოსახლეობის ინტერესის გათვალისწინებით, რეგიონებში განსახორცილებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
კულტურის სახლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება 1 629 725 ლარს შეადგენს.