კახეთში, კორონავირუსით კომპანია “ბადაგონის” დირექტორის მოადგილე გარდაიცვალა

კახეთში, კოვიდ 19- ის დიაგნოზით “ბადაგონის” დირექტორის მოადგილე, გელა სააკაშვილი გარდაიცვალა. 37 წლის კაცი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქისტაურიდან იყო.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 10 დეკემბერიდან მკურნალობდა. მედიკოსების თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანისთანავე მძიმე იყო.
გარდაცვლილს თანმხლები დაავადებები და ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა, მათ შორის სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ანემია და პნევმონია.

რეგიონში, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ვირუსს 50 წელს ქვემოთ ასაკის მოქალაქე ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები