დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 064 კორონავირუსის შემთხვევიდან 196 კახეთში დადასტურდა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 3 064 კოვიდ 19- ის შემთხვევიდან, კახეთში 196 გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა – 191, იმერეთი – 497, ქვემო ქართლი – 246, შიდა ქართლი – 244, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 264, კახეთი – 196, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.