ქვემო ქართლში კორონავირუსის 246 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 246 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 064 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 241 შემთხვევა, აჭარა – 191, იმერეთი – 497, ქვემო ქართლი – 246, შიდა ქართლი – 244, გურია – 52, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 264, კახეთი – 196, მცხეთა-მთიანეთი – 63, სამცხე-ჯავახეთი – 53, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 17”, – განაცხადა სიჭინავამ.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24საათში კორონავირუსის ინფექციით 42 პაციენტი გარდაიცვალა.