354 გამოჯანმრთელებული და 264 ახალი ინფიცირებული – ეპიდვითარება სამეგრელოში
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი 264 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 354 პირი, ხოლო გარდაიცვალა ორი პაციენტი.
კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტები ქუთაისისა და ბათუმის კოვიდკლინიკებში გადიოდნენ მკურნალბას.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 132 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 85-ის კი საშუალო სიმძიმის.
სენაკის კოვიდკლინიკა „სენამედში“ 39 კოვიდ პაციენტია მოთავსებული, მათ შორის მძიმე 11-ის მდგომარეობაა. ფოთის კლინიკაში 32 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს, მათგან 7 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 29 კოვიდპაციენტი, საიდანაც 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 28 პაციენტი, სენაკის, „ლაზიკა-მედიში“ მკურნალობას 37 მოქალაქე გადის.
რაც შეეხება რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 59 მოქალაქე იმყოფება.