კახეთში კოვიდ 19- ის დიაგნოზით ერთი მოქალაქე გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ვირუსს 59 წლის კაცი ემსხვერპლა, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოდან იყო.
რეგიონში კოვიდსტატისტიკა ცოტა ხნის წინ განახლდა,
ეპიდემიოლოგების მიერ უკვე მოძიებულია ახალი დაინფიცირებულების 49 კონტაქტი, ამიტომ სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე, ყველა მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდა.
სექტემბრიდან დღემდე, რეგიონში კორონავირუსით ჯამში 58 მოქალაქე გარდაიცვალა.