ახალციხეში მამაკაცმა გამყიდველი ქალი სცემა

ახალციხეში, სუპერმარკეტ “თეოთეოს” გამყიდველი მამაკაცმა რამდენიმე წუთის წინ სცემა. როგორც თვითმხილველები “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას აცხადებენ, პოლიციამ ქალის ცემაში ბრალდებული უკვე დააკავა.

“ორი დღეა ამ მაღაზიაში შედის და ლატარიას ყიდულობს. პირველ დღეს 30 ლარი, მეორე დღეს 10 ლარი მოუგია. დღეს კიდევ რომ ვერაფერი მოიგო, ქალს უყვირა ის თანხა რაც წავაგე დამიბრუნეო. სწორედ ამიტომ სცემა გამყიდველი”, – აცხადებენ “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას თვითმხილველები.

ცნობისთვის, ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

” გამყიდველი გამოექცა ამ კაცს და იმდენი მოახერხა რომ კარი დახურა. შედეგად, ეს კაცი მაღაზიის შიგნით დარჩა ქალი კი გარეთ გამოიქცა. მერე პოლიციაც მოვიდა და ამ გამყიდველის შვილიც”, – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

შეგახსენებთ, რომ ადგილზე ამ დრომდე რჩება საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

დაკავებული 35 წლამდე მამაკაცია.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექის 178-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ძარცვას, ძალის გამოყენებით გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები