დაბა გომისმთაზე მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო აღწერის შედეგები საჯაროდ გამოქვეყნდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში ჩატარებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა. დღეიდან ადგილობრივ მაცხოვრებლებს შესაძლებლობა ექნებათ, აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილი ნაკვეთების შესახებ ინფორმაციასა და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ. მონაცემების გაცნობა შესაძლებელია ონლაინ, ბმულზე: https://napr.gov.ge/publishing; ასევე მატერიალური სახით:
მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში დაბა გომის მთაზე საველე სამუშაოები 17 აგვისტოდან მიმდინარეობს. აღნიშნულ არეალზე საჯარო რეესტრის საველე ჯგუფებმა, დაინტერესებული პირების მითითების საფუძველზე, მთლიანობაში აზომეს 1631 მიწის ნაკვეთი მასზე მდებარე შენობა-ნაგებობით.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ ოთხი მუნიციპალიტეტიდან, რომელიც „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისათვის, სისტემური რეგისტრაციის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 3 ივლისის N562 ბრძანებით განისაზღვრა.