ნინო ლაცაბიძე ნათია თურნავას ბინების დაკანონებაზე: ვისურვებდი, რომ პროცესი იყოს უფრო სწრაფი და აქტიური
რუსთავისა და გარდაბნის სოფლების ნაწილის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, მის სამაჟორიტარო ოლქში ბინების დაკანონების პრობლემაზე ნათია თურნავას მიმართა.
„რუსთავში მცხოვრები 800-მდე ოჯახი ელოდება ფართების დაკანონებას. რამდენიმე წელში შესაძლოა ამ კორპუსებში მივიღოთ სავალალო მდგომარეობა და გადაწყვეტილების მიღება კიდევ უფრო გაგვიჭირდეს. დაკანონების პროცესი დაწყებულია, თუმცა არის გარკვეული შეფერხება. ვისურვებდი, რომ პროცესი იყოს უფრო სწრაფი და აქტიური“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
ასევე ნინო ლაცაბიძემ გარდაბნის სოფლებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
“რაც შეეხება გარდაბნის სოფლებს,წყალმომარაგებისა და გზის ინფასტრუქტურის პრობლემა გარდაბნის სოფლებში გვაქვს. დარწმუნებულივარ პრიორიტეტად დარჩება ეს საკითხი თუ რაიმე ფინანსური პრობლემა შეიქმნა.“, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.