ნინო ლაცაბიძე ლევან დავითაშვილს: ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, გაუსაძლისია რუსთავში ცხოვრება

რუსთავისა და გარდაბნის თემის ნაწილის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, კომიტეტის სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა. მისი თქმით, რუსთავის მთავარი გამოწვევა დაბინძურებული ჰაერია, რომლის მოგვარებაზეც სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს.

“ჩვენი მთავარი გამოწვევა არის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება, რასაც თან ერთვის რუსთავის მიმდებარედ არსებული სოკოს საწარმო. გაუსაძლისია რუსთავში ცხოვრება, არამხოლოდ მიმდებარედ, არამედ მთლიანად ქალაქს მოიცავს ეს პრობლემა”, – განაცხადა ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები