ქუთაისის მთავარი ნაძვის ხის გასაფორმებლად ბაგრატის ტაძრის თემატიკას გამოიყენებენ
ქუთაისში მთავარი ნაძვის ხის მონტაჟი მიმდინარეობს.
წელს, ნაძვის ხის გასაფორმებლად ბაგრატის ტაძრის თემატიკა შეირჩა.
მხატვარ-დიზაინერი გიორგი დარსაველიძეა, რომელთანაც მერიამ ხელშეკრულება გააფორმა. მისი თქმით, ბაგრატის ტაძრის დეტალების გამოსახულებით, შესაბამისი ორნამენტები უკვე დამზადებულია და ქუთაისის ნაძვის ხე წელს განსხვავებულად ლამაზად გაფორმდება.
ქალაქის მთავარი ნაძვის ხის მორთვა ბიუჯეტს 28 000 ლარი დაუჯდა.