ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორი კი დაშავდა. დაშავებულებს შორისაა ორსული, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მას სასწრაფო საკეისრო კვეთა კლინიკა ,,ბაუში უტარდება”
როგირც ,,რეგიონულ კვირას კლინიკის ადმინისტრაციაში განუცხადეს. 36 კვირის ორსული სამედიცინო დაწესებულებაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს. მიმდინარეობს ოპერაცია, ექიმები ნაყოფის გადარჩენას ცდილობენ. რაც შეეხება დედას, მდგომარეობის განვითარების შესაბამისად მოხდება დროული რეაგირება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.