აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის დავით გაბაიძის განაცხადებით, ოპოზიციის გადაწყვეტილება მანდატების გაუქმების თაობაზე, არის შეცდომა და ადრე თუ გვიან ამ შეცდომაზე აგებენ პასუხს.
„აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული, ვინაიდან ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაგრძო საქმიანობა. ზოგადად კი უმაღლესი საბჭო მაშინ იქნებოდა ერთპარტიული, თუ ამომრჩეველი მხოლოდ ერთ პარტიას გამოუცხადებდა ნდობას.
ხალხმა ნდობა ორ პარტიას გამოუცხადა, იმუშავებენ თუ არა ისინიც ეს მათი ნებაა. ვფიქრობ, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის შეცდომა და ადრე თუ გვიან ამ შეცდომაზე აგებენ პასუხს“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
ცნობისთვის, მეხუთე მოწვევის უმაღლეს საბჭოში 21 წრვრიდან 15 დეპუტატი იმუშავებს, მათ შორის 14 დეპუტატი მმართველი პარტიიდან, 1კი – ირაკლი ჩავლეიშვილია, რომელიც რესპუბლიკური პარტიის წევრი იყო, იგი როგორც ოპოზიციონერი, უმაღლეს საბჭში ისე იმუშავებს.
შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის ექვსმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოს მიმართა, უმაღლესი საბჭოს წევრის უფლებამოსილება შეწყვეტის მოთხოვნით. ისინი 31 ოქტომბრის არჩევნებს არ აღიარებენ და ხრლახალ არჩევნებს მოითხოვენ.