იმერეთში კოვიდინფიცირების 111 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ბოლო სამი თვის განმავლობაში დღეს კორონავირუსით დაინფიცირების ყველაზე დაბალი 824 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი ინფიცირებულებიდან იმერეთში 111 შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, იმერეთის კოვიდ კლინიკებში მკურნალობს 1347 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 236,ხელოვნურ აპარატზე იმყოფება 63.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 184 668-მდე.