ზვიად მხეიძე: ჩვენი მოვალეობაა, გავითვალისწინოთ თითოეული ადამიანის პრობლემა და შესაძლებლობის ფარგლებში მის აღმოფხვრაზე ვიზრუნთ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ მერიის სხდომათა დარბაზში სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე  ამბროლაურში 2020 წელს განხორციელებული სამუშაოები სხვადასხვა სფეროების მიხედვით განიხილეს.
ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურული ზემდამხედველობის, სოციალური და ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ქონების მართვის, განათლებისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელებმა ზვიად მხეიძეს წლის მანძილზე გაწეული მუშაობის შესახებ დეტალური ანგარიშები წარუდგინეს. შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ პანდემიის მიუხედავად, არცერთ სფეროში მნიშვნელოვანი შეფერხებები მუშაობისას არ დაფიქსირებულა, ძირითადი აქცენტები საგზაო ინფრასტრუქტურისა და წყალსადენი სისტემების მოწესრიგებაზე გამახვილდა.

“მიმდინარე წელს ამბროლაურში 30 მილიონამდე ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები და ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები განვახორციელეთ. 2021 წელს პრიორიტეტული სამუშაოები კვლავ აქტიურად გაგრძელდება და მოსახლეობის სურვილები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რადგან მთიან რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს განსაკუთრებული ყურადღება და გვერდში დგომა სჭირდებათ. ჩვენი მოვალეობაა, გავითვალისწინოთ თითოეული ადამიანის პრობლემა და შესაძლებლობის ფარგლებში მის აღმოფხვრაზე ვიზრუნთ”, – განაცხადა ამბროლაურის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები