გოგი წულაიას უცვლელი პერფორმანსი – მან ქუთაისის მერიასთან ქალაქის ბიუჯეტის პროექტი დაწვა

გოგი წულაიამ მრავალწლიანი ტრადიცია, არც წელს დაარღვია და ქუთაისის ბიუჯეტის პროექტი მერიის წინ დაწვა.
ამ პერფორმანსს წინ საკრებულოს სხდომა უძღოდა, სადაც ქუთაისის ბიუჯეტი განისაზღვრა და პროექტი კორექტირებისთვის მერიას გადაეგზავნა.
პარტია “თავისუფალი საქართველოს” თანათავმჯდომარის თქმით, ბიუჯეტი არ არის მორგებული მოსახლეობის ინტერესებზე და “მხოლოდ ჩინოვნიკების კეთილდღეობას ემსახურება”.

მისივე თქმით, 2021 წლის ბიუჯეტში 12 მილიონით შემცირდა ინფრასტრუქტურული პროექტები, თუმცა არ შემცირებულა მერიასა და მის სამსახურებსა თუ დეპარტამენტებში დასაქმებულთა ხელფასები, რაც 24 მილიონს შეადგენს.
აღნიშნულს სიცრუეს უწოდებენ ადგილობრივ თვითმმართველობაში და აცხადებენ, რომ წულაიას პერფორმანსებზე კომენტარს არ აკეთებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები