თორნიკე რიჟვაძე: აჭარაში ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით სტაბილიზაცია შეინიშნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბის სხდომა გაიმართა, სადაც აჭარაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება განიხილეს.

რიჟვაძის განცხადებით, რეგიონში ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით სტაბილიზაცია შეინიშნება.

“ბოლო დღეების განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა 319 პაციენტი. გამოვლინდა ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა. ჯამში გამოჯანმრთელდა 28 700 – მდე პირი.
სამედიცინო დაწესებულებები და კოვიდსასტუმროები მზად ყოფნაში არიან პაციენტების მისაღებად. ამ დროის მონაცემებით სტაციონარში არის 336 თავისუფალი საწოლი.

მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირების პროცესი და კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებს საშუალება აქვთ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებეში გაიკეთონ ტესტირება.

აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა პირი მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ დიდ ბრიტანეთში, ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებარებიან 12-დღიან სავალდებულო კარანტინს საკარანტინო სივრცეში”, – ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები