41 ახალი შემთხვევა, 110 გამოჯანმრთელება – კოვიდსტატისტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთში
სამეგრელო-ზემო სვანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რეგიონის ექვს კოვიდცენტრში 303 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს, მათგან 27 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, რუხის კლინიკაში 137 კოვიდინფიცირებული პაციენტი იმყოფება, მათ შორის, საშუალო სიმძიმისაა 80, ხოლო მძიმეა ექვსი პაციენტის მდგომარეობა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 110 ადამიანი.
რეგიონის საკარანტინე სივრცეებში კი, 64 პირი იმყოფება.
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში რეგიონის მასშტაბით ერთი კოვიდინფიცირებული გარდაიცვა. ის ქუთაისის ინფექციურში გადიოდა მკურნალობის კურსს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. შუახნის მამაკაცი წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.