საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 824 ახალი შემთხვევიდან 35 კახეთში დადასტურდა

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი 824 კოვიდ 19- ის შემთხვევიდან, კახეთში 35 გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 111, ქვემო ქართლი – 67, შიდა ქართლი – 78, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 17, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან ჯამში
4 227 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო გარდაცვალების 46 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები