აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
ბოლო 24 საათში აჭარაში კორონავირუსის 84 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გამოჯანმრთელდა და ბინაზე გაეწერა 319 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა 28 664 მიაღწია.
ამ დროისთვის რეგიონის კოვიდ კლინიკებში მკურნალობას გადის 717 პაციენტი
ხოლო კოვიდ სასტუმროში – 735 პირია მოთავსებული.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა 133 პაციენტს აქვს, ხოლო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 40 პირი იმყოფება.