სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
გასულ დღე–ღამეში სამცხე–ჯავახეთში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 824 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 333 შემთხვევა, აჭარა – 84, იმერეთი – 111, ქვემო ქართლი – 67, შიდა ქართლი – 78, გურია – 23, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 35, სამცხე-ჯავახეთი – 17”, – განაცხადა სიჭინავამ.