“იმერული აივანი”: დიდი მადლობა “ჯორჯიან მანგანეზს” ადამიანებზე ზრუნვისთვის
“რამდენიმე დღის წინ ჩვენი #იმერულიაივანი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლებთან ერთად 3400-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს – ჭიათურის და 1900-მდე ოჯახს ზესტაფონის რაიონში ესტუმრა და კომპანიის მიერ შეძენილი საკვები პროდუქტი და ოჯახისთვის საჭირო ნივთები გადასცა”,- ამის შესახებ ინფორმაციას “იმერული აივანი” ფეისბუქგვერდზე ავრცელებს.
“იმერული აივანი” “ჯორჯიან მანგანეზს” ადამიანებზე ზრუნვისთვის მადლობას უხდის.
“პანდემიის რთულ ეტაპზე როდესაც ყველაზე მთავარ პრიორიტეტად ადამიანების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და თვითგადარჩენა იქცა, უამრავი ადამიანი აღმოჩნდა სირთულეების წინაშე, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი მეტ-ნაკლებად ყველა ადამიანს, განსაკუთრებულად კი სოციალურად დაუცველ ოჯახებს შეეხო.
რამდენიმე დღის წინ ჩვენი #იმერულიაივანი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” თანამშრომლებთან ერთად 3400-ზე მეტ სოციალურად დაუცველ ოჯახს – ჭიათურის და 1900-მდე ოჯახს ზესტაფონის რაიონში ესტუმრა და კომპანიის მიერ საკვები პროდუქტი და ოჯახისთვის საჭირო ნივთები გადასცა.
დიდი მადლობა თქვენ – კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” – იმერული აივანის სახელით, სიხარულით და იმედით ანთებული ხალხისთვის, სიკეთის კეთების საშუალებისთვის, უბრალოდ ადამიანებზე ფიქრისთვის და ზრუნვისთვის. მეგობრობა მანძილს არ თვლის!”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.