კახეთში კორონავირუსით გარდაცვალების სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კოვიდ 19- ით 3 პირი გარდაიცვალა და ლეტალური შემთხვევების რიცხვი 57- მდე გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, ვირუსის დიაგნოზით თელაველი, 82 წლის კაცი და გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში მცხოვრები, 70 წლის პენსიონერი დაიღუპა. ორივე მათგანი მკურნალობის კურსს თელავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა.
ამასთან, კორონავირუსი გახდა მიზეზი 68 წლის მამამაკცის გარდაცვალების, რომელიც საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალში” იყო მოთავსებული.

ბოლო ინფორმაციით, ამ ეტაპზე მკურნალობას 2, 926 მოქალაქე გადის, აქედან 3, 737 მკურნალობას ბინაზე გადის, 15 კოვიდ – სასტუმროში, ხოლო 174 კი კოვიდ- კლინიკაში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები