წალენჯიხაში ჩასარიცხი აპარატი გაქურდეს
წალენჯიხის ცენტრში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩასარიცხი აპარატი გატეხეს. შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რა რაოდენობის თანხაა წაღებული.
შს სამინისტრის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.