ზუგდიდში კორონავირუსთან ბრძოლაში ჩართული ექიმები მადლიერების ტაშით გაამხნევეს

კამპანიას – “გულითადი მადლიერება ექიმებს” ზუგდიდშიც შეუერთდნენ. სამოქალაქო აქტივისტები რუხის კლინიკის ეზოში შეიკრიბნენ და ტაშით გაამხნევეს ექიმები და სამედიცინო პერსონალი, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში არიან ჩართული. ორგანიზატორების თქმით, აქცია მადლიერების ჟესტია, რომელიც მიზნად ისახავს ერთი მრივ ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერას, მათი შრომის მნიშვნელობის აღიარებას, მეორე მხრივ კი აერთიანებს მოქალაქეებს საერთო გამოწვევასთან ბრძოლის გარშემო. ექიმების მიმართ მადლიერების ნიშნად აქციის მონაწილეებმა ცაში ფრანები გაუშვეს. მადლიერების აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია “არტ-უნივერსალი”-ს ორგანიზებით გაიმართა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები