აჭარაში კორონავირუსი რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს დაუდასტურდა

კორონავირუსი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკურ მენეჯერს, გია კიკაბიძეს დაუდასტურდა. იგი მკურნალობას ბათუმის ,,რესპუბლიკურ საავადმყოფოში” გადის.
,,მკურნალობას გავდივარ კლინიკაში, არ მაქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, თუმცა ვარჩიე კლინიკაში დავრჩენილიყავი. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, შეხება მქონდა კოვიდ პაციენტებთან, აქედან გამომდინარე ტესტირებას რეგულარულად ვიტარებდი. დამიდასტურდა კორონავირუსი. ამ ეტაპისთვის, თავს ნორმალურად ვგრძნობ”,-განაცხადა გია კიკაბიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები