სამეგრელოში კოვიდ-19-ით ინფიცრების მაჩვენებელმა იკლო

სამეგრელო-ზეო სვანეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსი 122 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 123 პირი, ხოლო გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

კორონავირუსით გარდაცვლილი 87 წლის მამაკაცი მკურნალობას რუხის საავადმყოფოში გადიოდა.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში ამ დროისთვის 140 პაციენტი იმყოფება, მათ შორის 6-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 80-ის კი საშუალო სიმძიმის.
სენაკის კოვიდკლინიკა „სენამედში“ 38 კოვიდ პაციენტია მოთავსებული, მათ შორის მძიმე 5-ის მდგომარეობაა. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდ დადასტურებული მკურნალობს, მათგან 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში მოთავსებულია 30 კოვიდპაციენტი, საიდანაც 5-ის მდგომარეობა მძიმეა.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 23 პაციენტი, სენაკის, „ლაზიკა-მედიში“ მკურნალობას 31 მოქალაქე გადის.
რაც შეეხება რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებს, ბოლო მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 66 მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები