“აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების კლება შეინიშნება”

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 142 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსისგან რეგიონში გამოჯანმრთელდა – 420 პაციენტი, ხოლო გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 28 345-ია.

,, შეინიშნება კორონავირუსით ინფიცირების ნაკლები მაჩვენებელი გასულ დღეებთან შედარებით. კლინიკებში კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვიაზე 38 პირი იმყოფება.
არიან გარდაცვლილებიც”,- განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა ნონა ეფაძემ. საკოორდინაციო საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ბოლო 24 საათში საქართველოში ვირუსით გარდაიცვალა 39 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები