ბათუმში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ბათუმში, სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩაზე საცხორებელი სახლი დაიწვა. როგორც “რეგიონულ კვირას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ჯერჯერობით, უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.