ახმეტის მუნიციპალიტეტში გზების ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

ახმეტის მუნიციპალიტეტში გზების ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ემიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ბაბანეურში, ტურისტულ კომპლექსამდე მისასვლელი ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა დღეს
კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი შიოშვილმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, იოსებ ქარუმაშვილმა მოინახულეს.

” აღნიშნული პროექტების განხორციელება ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური დონის ამაღლებას და ბიზნესის ხელშეწყობას”,- აღნიშნა ირაკლი შიოშვილმა.

” სოფელ ბაბანეურის მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა გზების მოასფალტების საკითხი, 2020 წლის ბოლოს ჩვენ უკვე დავიწყეთ აქ როგორც ცენტრალური, ისე საუბნო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის კომფორტულ გადაადგულებას და ტურიზმის განვითარებას სოფელში”,- აღნიშნა იოსებ ქარუმაშვილმა.

პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის შედეგად, კახეთის რეგიონში ჯამში 3 პროექტი დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები