სამტრედიაში 36 წლის კაცის გარდაცვალებაში ოჯახი მედიკოსებს ადანაშაულებს – დაწყებულია გამოძიება
სამტრედიაში 36 წლის ბიჭის გარდაიცვალებაში მშობლები მედიკოსებს ადანაშაულებენ. ისინი შვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვენ. მათი თქმით, ახალგაზრდა კაცი ალკოჰოლს მოიხმარდა, რის გამოც 9 დეკემბერს ხონში, ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნილი ცენტრის ნარკოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა 11 დეკემბერს ოჯახს აცნობეს, რომ მამაკაცი ქუთაისის კლინიკაში მოათავსეს. ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო მამაკაცი 13 დეკემბერს გარდაიცვალა.
ოჯახის თქმით, კობა ჩახუნაშვილს სხეულსა და სახეზე მრავლობითი დაზიანება ჰქონდა, თუმცა მათთვის მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ დაზიანება ნარკოლოგიურში მიაყენეს. ამიტომ საქმის გამოძიებასა და დამნაშავის დასჯას ითხოვენ.
ბრალდებას უარყოფენ ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში და კომენტარს მომხდართან დაკავშირებით არ აკეთებენ.
რაც შეეხება ოფიციალურ დიაგნოზს, კლინიკა “ბომონდის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაცით, პაციენტი კორონავირუსით გარდაიცვალა.
ოჯახს აღნიშნული ინფორმაციის არ სჯერა და მშობლები ამბობენ, რომ მათ შვილს ვირუსი არ ჰქონდა.
შს სამინისტრომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო.