რუსთავში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 79 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
მათგან 76 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურში დადასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” პოლიკლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა.

“დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 174 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 70-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა”, – გვითხრა ადამიამ.

რაც შეეხება რეგიოანს, ქვემო ქართლში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები