429 გამოჯანმრთელებული, 217 ინფიცირებული და ერთი გარდაცვლილი – ეპირვითარება სამეგრელოში
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 429 პირი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.
რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილი 69 წლის ქალი მკურნალობის კურსს რუხის კლინიკაში გადიოდა.
რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს, რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის მონაცემები ასე გამოიყურება:
რუხის საავადმყოფოში 143 კოვიდ პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 85-ის მდგომარეობა საშუალო სიმძისაა, ხოლო მძიმე- ექვსის. სენაკის კოვიდკლინიკა „სენამედში“ 40 პირი იმყოფება, მათ შორის ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის 10 პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 30 მოქალაქე გადის მკურნალობას. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 23 ინფიცირებული პაციენტია მოთავსებული. რაც შეეხება რეგიონში მეექვსე კოვიდდაწესებულებას „ლაზიკა მედს“, რომელიც სენაკში გუშინ გაიხნსა, 23 ინფიცირებული უკვე მკურნალობს, მათ შორის 19-ის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში 72 ადამიანი იმყოფება, გამოჯანმრთელდა 429 პირი.