კახეთში კოვიდ-19-ის 152 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში გამოვლენილი 2904 კორონავირუსის შემთხვევიდან, 152 კახეთში დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა – 197, იმერეთი – 495, ქვემო ქართლი – 236, შიდა ქართლი – 158, გურია – 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 217, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23”,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირების მაჩვენებლის კლება შაბათ-კვირას უკავშირდება, რადგან უქმე დღეებში ნაკლები ტესტირება ტარდება.

 

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები