აჭარაში დღეს, ბოლო თვეებთან შედარებით, კოვიდინფიცირების უპრეცედენტოდ დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. გასულ 24 საათში კორონავირუსი 197 ადამიანს დაუდასტურდა.
დღეის მონაცემებით რეგიონში გამოჯანმრთელდა – 388 პაციენტი, აჭარაში დღემდე გამოჯანმრთელებულია 27 925 პირი.
კოვიდკლინიკა უკვე დატოვა 80-მა პაციენტმა. მკურნალობას გადის
741 ინფიცირებული. მათ შორის მართვით სუნთქვიაზე – 42 პაციენტი რჩება.
კოვიდსასტუმროში – 927 პირია მოთავსებული.