სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით 43 პირი დაინფიცირდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 43 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:
თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა – 197, იმერეთი – 495, ქვემო ქართლი – 236, შიდა ქართლი – 158, გურია – 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 217, კახეთი – 152, მცხეთა-მთიანეთი – 80, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23.
ცნობისთვის, სამცხე – ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 3 656-მდე გაიზარდა.